ლევან ბეჟაშვილი - დღეს ენერგეტიკის სფერო არის „ქართული ოცნების“ შავი სალარო - უახლოეს პლენარულ სხდომაზე ჩვენი ფრაქცია დავით ნარმანიას იბარებს

დღეს ენერგეტიკის სფერო არის „ქართული ოცნების“ შავი სალარო - უახლოეს პლენარულ სხდომაზე ჩვენი ფრაქცია დავით ნარმანიას იბარებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ენერგეტიკის სფეროში არსებულ პრობლემებზე მოქალაქეებისთვის დარიცხული ორმაგი გადასახადებიც მოწმობს.

„უკვე ერთი კვირაა, „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხთან, საზოგადოებასთან ერთად აპროტესტებს „ოცნების“ მაფიოზურ მმართველობას ენერგეტიკის სფეროში, რისი ნათელი გამოვლინება და დადასტურება იყო დეკემბერ-იანვრის თვეებში დარიცხული ორმაგი გადასახადები მოქალაქეებზე, რითაც ენერგოკომპანიამ „ქართული ოცნების“ დახმარებით ათეულობით მილიონი ლარის მოგება ნახა მოქალაქეების ხარჯზე. ენერგეტიკის სფერო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს გახდა ავტონომიური და ქვეყანა ექსპორტს აწარმოებდა, ბოლო წლების განმავლობაში იქცა ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ შავ სალაროდ და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირების და მათი კომპანიების გამდიდრება ხდება ასეულობით მილიონი ლარით. ტარიფები, ნაცვლად შემცირებისა, გაზრდილია ორჯერ, ივანიშვილის და მამაცაშვილის კომპანიებისთვის გადასახადების შემცირება მოხდა და პრაქტიკულად, მოქალაქეები აფინანსებენ თავის ჯიბიდან ამ კომპანიებისთვის ბიტკოინების გამომუშავებას, გაიზარდა ქვეყნის ენერგოდამოკიდებულება რუსეთთან და 5-ჯერ მეტი იმპორტი ხორციელდება ეელექტროენერგიის რუსეთის ფედერაციიდან, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას. სწორედ ამ მძიმე თემებთან და კითხვებთან დაკავშირებით „ერთიანი ნაცინალური მოძრაობის“ ფრაქცია უახლოეს პლენარულ სხდომაზე იბარებს სემეკის ხელმძღვანელს, დავით ნარმანიას, რომ მან პოლიტიკურად პასუხი აგოს ამ საკითხებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო