ალუდა ღუდუშაური - საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ფართო კონსენსუსი სჭირდება - "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე სახის კონსენსუსის მიღწევა წარმოუდგენელია

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ფართო კონსენსუსი სჭირდება - "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე სახის კონსენსუსის მიღწევა ჩვენთვის არის წარმოუდგენელი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ღუდუშაური აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგი დესტრუქციულია და მათთან ქვეყნის ინტერესებზე საუბარი წარმოუდგენელია.

"ტექნიკურად არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს იმდენი მანდატი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღოს, შესაბამისად, ამას სჭირდება კონსენსუსი და როგორ წარმოგიდგენიათ კონსენსუსი "ნაციონალურ მოძრაობასთან", როცა პირდაპირ გვესმის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის თუ საფარქვეშ უნდა გაერთიანდეს ყველა, ვინც არ არის ხელისუფლებაში, ამიტომ როგორ წარმოგიდგენიათ მათთან საუბარი პრაგმატულ ნაბიჯებზე, ქვეყნის ინტერესებზე?!" ნაციონალური მოძრაობა" არის პოლიტიკური ძალა, რომლის დღის წესრიგი არის მხოლოდ რევანშისტულად მოსვლა ხელისუფლებაში და გაგრძელება დაწყებული საქმის, რაც უკავშირდება ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვას, მოქალაქეების წამებას, სიცოცხლის მოსპობას, ბიზნესის დარეკეტებას და ა.შ. მათ არანაირი საერთო არ აქვთ არც ქვეყნის განვითარებასთან, არც დემოკრატიულ პრინციპებთან და ბუნებრივია, მათთან რაიმე სახის კონსენსუსის მიღწევა ჩვენთვის არის წარმოუდგენელი,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს. როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, რა იქნება 2024 წლის წინაპერიოდში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიზანშეწონილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო