პაატა დავითაია - სახელისუფლებო გუნდის განაცხადი საკონსტიტუციო ცვლილებების გადაწევაზე ქვეყნისთვის სახიფათოა

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაიას განაცხადებით, სახელისუფლებო გუნდის ლიდერის განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებების და 5 %-იანი ბარიერის დაწევის 2023 წლისთვის გადაწევასთან დაკავშირებით, არის სახიფათო პოლიტიკური პროცესის და ქვეყნისთვის.

„ის, რომ ამ საკითხის განხილვა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ოპოზიცია, არის გაურკვეველი განცხადება. საინტერესოა რა ფორმულით და ვის მიერ იზომება როგორ იქცევა ოპოზიცია? - აცხადებს დავითაია.

მისი თქმით, 2024 წლის არჩევნები იქნება უმძიმესი არჩევნები ხელისუფლებისთვის, რისთვისაც ხელისუფლებამ სამზადისი უკვე დაიწყო.

„საკონსტიტუციო ცვლილებები არის საკითხი, რომელზეც შედგა შეთანხმება ხელისუფლებას და ოპოზიურ პარტიებს შორის. საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარის თქმა არის ვალდებულებების არშესრულება ხელისუფლების მხრიდან, რაც ძალიან აზიანებს ქვეყნის იმიჯს. ეს არის არჩევნების პოლარიზების მცდელობა ორ ძალას „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, რაც 5 %-იანი ბარიერის დატოვების შემთხვევაში, შექმნის ალბათობას, ბარიერი გადალახოს მხოლოდ ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ. ეს ძალიან დაძაბავს სიტუაციას ქვეყანაში და გახდება პოლარიზების გაღრმავებისა და მძიმე პოლიტიკური კრიზისის მიზეზი“,- აცხადებს დავითაია.

მისი თქმით, ხელისუფლებამ იცის, რომ 2024 წელს მძიმე არჩევნები ელის. 5 %-იანი ბარიერით ის რისკავს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, საერთოდ შედგება თუ არა 2024 წელს პარლამენტი.

„ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რაც აკისრია, როგორც მმართველ ძალას ქვეყნის წინაშე და თავიდან აირიდოს საფრთხე, რაც დაემუქრება ქვეყანას ორპარტიული პარლამენტის შემთხვევაში. ეს არ არის დემოკრატიული გზა, ის აუცილებლად დააზიანებს ქვეყანას, რომელიც აღმოჩნდება ისეთ პოლიტიკურ ტურბულენციაში, რომელსაც არ ექნება გამოსავალი.

ხაზგასმით ვამბობ, რომ ამ სიტუაციაში დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც წამყვან ოპოზიციურ ძალას, რომელიც არ უნდა მოქმედებდეს „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით, როდესაც საკითხი ეხება საარჩევნო ბარიერის დაწევას. მათი მოტივაცია ნათელია - 5 %-იანი საარჩევნო ბარიერი პოლიტიკურად აწყობს ამ ძალას, რადგან მხოლოდ ამ გზით შეუძლია მას დაიბრუნოს ძალაუფლება 100 %-ით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მისგან 100 %-ით წაიღო.

სასწრაფოდ უნდა დაიწყოს კონსულტაციები იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელთაც გვაქვს განსხვავებული მოსაზრება, რათა ჩამოყალიბდეს გარკვეული პლატფორმა, რომელიც აიძულებს ამ ორ ძალას იმ ვალდებულების შესრულებას, რაც შედგა 2 %-იან საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევაში ჩვენ დიდხანს მოგვიწევს ამ ორი ძალის „დაპირისპირების“ ყურება . „ქართული ოცნება“ ყველა „შეტაკებას“ მოუგებს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ დაზარალდება ქვეყანა. იქნება მუდმივი რყევა, პოლიტიკური კრიზისი, არასტაბილურობა, რაც ასეთ რთულ პერიოდში საგარეო საფრთხეების წინაშე მდგარ ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგებამდე მიიყვანს“,-აცხადებს პაატა დავითაია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს