გიორგი ვაშაძე - ჩვენმა ერთობლივმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო საპენსიო სესხის პროცენტი 25-26%-მდე დაიწევს

საპენსიო სესხის პროცენტის საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 25%-მდე დაიწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ის დაპირება, რაც მისმა პარტიამ წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველს მისცა ეტაპობრივად სრულდება.

ვაშაძის თქმით, ხელისუფლებამ არ გაიზიარა შეხედულება, რომ პენსიონერს საბანკო სექტორში საპენსიო მომსახურების არჩევის კუთხით თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს.

„ჩვენმა ერთობლივმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო, საპენსიო სესხის პროცენტი 25-26%-მდე დაიწევს. მართალია ხელისუფლებამ არ გაიზიარა ჩვენი მეორე შეთავაზება, პენსიონერისთვის მომსახურე ბანკის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას, თუმცა ამ მიმართულებით რაღა თქმა უნდა „სტრატეგია აღმაშენებელი“ აგრძელებს ბრძოლას და იმედი გვაქვს თქვენთან ერთად ამ სამართლიანი მოთხოვნის შესრულებასაც მივაღწევთ. პენსიონერების სესხის საკითხი ჩვენი გუნდისთვის არის ის ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამომრჩეველს ჰპირდებოდა. კარგია, რომ სხვა ოპოზიციონერმა კოლეგებმაც გაიზიარეს ეს პრობლემა და მისი მნიშვნელობა. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ის პასუხისმგებლიანი ძალა, რომელიც სიფრთხილით ეკიდება ყველა დაპირებას მაგრამ დაპირების შემდეგ ყველაფერს აკეთებს მისი შესრულებისთვის. იმედი მაქვს ჩვენი ძალისხმევით ხალხისთვის მნიშვნელოვანი სხვა პრობლემური საკითხების მოგვარებასაც შევძლებთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, მათმა პარტიამ პარლამენტში პირველმა დაარეგისტრირა კანონპროექტი საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთის დაწევის შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა