ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ასარჩევად კონკურსი ხელახლა უნდა გამოცხადდეს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ასარჩევად კონკურსი ხელახლა უნდა გამოცხადდეს.

როგორც სამნიძემ განაცხადა, პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი კანდიდატების მოსმენისას საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება დარჩა.

მისივე თქმით, კანდიდატების მოსმენისას არ ჩანდა, თუ რამდენად მზად არიან იყვნენ დამოუკიდებელი და გამბედავი.

"ძალიან მძიმე მოსასმენია, როცა ორივე კანდიდატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორად გაყოფის გადაწყვეტილებას ეთანხმება, მაგრამ ვერ აფასებენ პროცესს, რასაც პარლამენტში გასული წლის ბოლოს ჰქონდა ადგილი. ჩვენ მათგან ამის გამბედაობა ვერ დავინახეთ. ვერც ერთისგან მოვისმინე შეფასება ლექსო ლაშქარავას საქმეზე, რომელზეც სახელმწიფო ინსპექტორს ჰქონდა დასკვნა და მან შინაგან საქმეთა სამინისტრო დააჯარიმა. სამწუხაროდ, ვერც ერთმა კანდიდატმა ამაზე მკაფიო პოზიცია ვერ დააფიქსირა. უმრავლესობას კონკურსის თავიდან გამოცხადებას ვურჩევდი. სესიაზე არც ერთ წარმოდგენილ კანდიდატს კენჭი არ უნდა ვუყაროთ - კონკურსი თავიდან უნდა გამოცხადდეს", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს მოუსმინეს.

აღნიშნულ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს ლელა ჯანაშვილისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები შესთავაზა. მათგან უმრავლესობის მხარდაჭერა ლელა ჯანაშვილმა მიიღო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს