ბესო შენგელია - ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2 წელში ყველა დევნილმა ოჯახმა თავშესაფარი უნდა მიიღოს, პირველ 6 თვეში კი იმ ადამიანებმა, რომლებიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2 წელში ყველა დევნილმა ოჯახმა უნდა მიიღოს საკუთარი თავშესაფარი. პირველ 6 თვეში კი იმ ადამიანებმა, რომლებიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბესო შენგელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მან იძულებით გადაადგილებულ პირებთან ერთად კონკრეტული შენობები წარადგინა, რომლებშიც აღნიშნული ოჯახები ცხოვრობენ. მისივე ინფორმაციით, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია.

,,ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ 60 000 დოლარად 100 000 დევნილ ოჯახს აუშენებდა საცხოვრებელს. ჰკითხეთ ამ ადამიანებს დღეს რა მდგომარეობაში არიან, თავზე ენგრევათ ყველაფერი’’,- აღნიშნავს შენგელია.

მან ასევე საზოგადოებას გააცნო პარტიის ინიციატივა და გეგმა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2 წელში ყველა დევნილმა ოჯახმა უნდა მიიღოს საკუთარი თავშესაფარი. პირველ 6 თვეში კი იმ ადამიანებმა, რომლებიც მსგავს გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.

,,ხელისუფლება წლების განმავლობაში არაფერს აკეთებს დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გასუმჯობესებლად. ეს ადამიანები 30 წელია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის გაუსაძლის პირბებში ცხოვრობენ“, - აღნიშნა ბესო შენგელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა