ნიკა მელია - 2 აპრილს არჩევნებზე დადასტურდება იმარჯვებს თუ არა სიკეთე ბოროტებაზე

ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ 2 აპრილს დადასტურდება იმარჯვებს თუ არა სიკეთე ბოროტებაზე. ეს არჩევნები გაცილებით დიდი არჩევნებია, ვიდრე მაჟორიტარული, რიგითი არჩევნები,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბათუმში განაცხადა, სადაც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძე იქნება.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში მათე ფუტკარაძე გამარჯვებას მოიპოვებს.

„მინდა საზოგადოებას წარვუდგინო ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟი, მათე ფუტკარაძე, ადამიანი, რომელიც იმ ბრძოლაში შედის, სადაც მამამ გაიმარჯვა, იქ, სადაც მამამ თვეების განმავლობაში კარდაკარ იარა და პირველ ტურშივე მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება. ჩვენ, ნუგზარ ფუტკარაძის მეგობრები ამ ბრძოლაში მათე ფუტკარაძეს მივყვებით. ამით გვინდა დავამტკიცოთ და აუცილებელად დავამტკიცებთ, რომ შანტაჟი, მოსყიდვა, ძალადობა და ვერც სიკვდილი გაიმარჯვებს სამართლიანობაზე. როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ 2 აპრილს ღირსება გაიმარჯვებას. როგორც არასდროს დარწმუნებული ვარ, რომ მათე ფუტკარაძე გაიმარჯვებს და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს, ვიდრე ცხონებულ ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც დღეს ჩვენთან მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმში არჩევნები წააგო. გაყალბებული და ძალადობრივი არჩევნების შედეგადაც კი, ოპოზიციამ 19 მანდატი,ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ 16 მანდატი მოიპოვა. ამის შემდეგ რა გააკეთეს, ერთი ადამიანი გადაიბირეს და ერთი ადამიანი ზეციურ საქართველოლში გაისტუმრეს, მაგრამ 2 აპრილს, ნუგზარ ფუტკარაძისა და ათასობით ამომრჩევლის მიერ ამ ოჯახის ღირსება, მომავალი და რეპუტაცია დაცული იქნება. კანდიდატის წარდგენა ჩემთვის ასეთი ამაღელვებელი არასდროს ყოფილა. პირადად მე და ყველა, ვინც აქ ვართ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობაზე წარმოდგენა არ დაეკარგოთ ბავშვებს და ახალგაზრდა თაობებს. ყველამ უნდა ვიცოდეთ,რომ 2 აპრილს დადასტურდება იმარჯვებს თუ არა სიკეთე ბოროტებაზე. ეს არჩეევნები გაცილებით დიდი არჩევნებია, ვიდრე მაჟორიტარული, რიგითი არჩევნები“, - აცხადებს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.

2022 წლის 2 აპრილს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ, ბათუმში კი საკრებულოს მაჟორიტარს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა