ნიკა მელია - მიუხედავად იმისა, რომ  უკრაინელები ომის ზღვარზე არიან, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ისინი უშიშრად იბრძვიან მშვიდობის დასამკვიდრებლად

ჩვენს თვალწინ, ჩვენს თანამედროვეობაში ახალი საერთაშოროსო უსაფრთხოების სისტემა იჭედება, რომელსაც ჩვენ გამოვრჩით. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები ომის ზღვარზე არიან, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს მავანისთვის, უშიშრად იბრძვიან მშვიდობის დასამკვიდრებლად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნიკა მელიას თქმით, უკრაინელების ერთიანმა პოზიციამ გამოიწვია ის, რომ ცივილიზებული სამყარო უკრაინის გვერდით დგას.

„მთელი უკრაინული საზოგადოება, პოლიტიკური გემოვნების განურჩევლად, ერთიანია. ამ ერთიანმა და ეროვნულმა პოზიციამ გამოიწვია შემდეგი - მთელი საერთაშორისო, ცივილზიებული სამყარო დღეს უკრაინაზე საუბრობს. უკრაინასა და ნატო-ს შორის პოლიტიკურ- სამხედრო ურთიერთობები, უკრაინასა და დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები სხვა დონეზე ავიდა. უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები თვისობრივად სხვა დონეზე ავიდა. ეს ყველაფერი გამოიწვია ერთიანმა ეროვნულმა პოზიციამ, რომელიც ამ თუ იმ სახელმწიფოში მშვიდობას ამკვიდრებს, რაც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ, ვინაიდან ხელისუფლებამ ელემენტარულად ერთი სიტყვაც კი ვერ ჩაწერა რეზოლუციაში. არადა, ჩვენს თვალწინ ჩვენს თანამედროვეობაში ახლა, ახალი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა იჭედება, რომელსაც ჩვენ გამოვრჩით. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მოქალაქეები ომის ზღვარზე არიან, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს მავანისთვის, ისინი უშიშრად იბრძვიან მშვიდობის დასამკვიდრებლად. წარმატებებს ვუსურვებ მთელ უკრაინას“,- აცხადებს ნიკა მელია.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა