გიგი წერეთელი - საქართველოს ხელისუფლებას გაუგებარი, არასწორი და მავნებლური პოზიცია აქვს

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთელის განცხადებით, ის თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინის გარშემო უდიდეს გავლენას მოახდენს საქართველოზე, რაც დღევანდელ ხელისუფლებას არ ესმის.

„თუ განხორციელდა საომარი მოქმედებები, განსაკუთრებით ფართომასშტაბიანზეა საუბარი ან სხვა ნებისმიერ შემთხვევაში,თუ რუსეთი მიაღწევს რაიმე ხერხებითა და მოქმედებებით საკუთარ სურვილს, ეს სურვილი ნატო-ს გაფართოების შეჩერება და რეგიონში მისი გავლენების გაზრდაა, მაშინ რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს საქართველოსა და მის სამომავლო პერსპექტივებზე ექნება ძალიან სერიოზული გავლენა. ეს პირველ რიგში უნდა ესმოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც აქვს აბსოლუტურად გაუგებარი, არასწორი და მე ვიტყოდი, მავნებლური პოზიცია“ , - განაცხადა წერეთელმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა