ეკა ტყეშელაშვილი - რაც უკრაინასთან მიმართებით ხდება, არა მარტო ჩვენი სასიცოცხლო ინტერესის, არამედ ჩვენთვის სახიფათო ხასიათის მატარებელია - დღეს ჩვენ ვდუმვართ და გვგონია, ამით თავს ვიცავთ

რაც უკრაინასთან მიმართებით ხდება, არა მარტო ჩვენი სასიცოცხლო ინტერესის, არამედ ჩვენთვის სახიფათო ხასიათის მატარებელია. დღეს ჩვენ ვდუმვართ და გვგონია, ამით თავს ვიცავთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ეკა ტყეშელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი შეფასებით, დღეს საქართველოს ხელისუფლება მოკლე მახსოვრობით გამოირჩევა და უკრაინასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის ღიად გაცხადებას ერიდება.

„დღეს რატომღაც მოკლე მახსოვრობით გამოვირჩევით, საერთოდ არ გვახსოვს, ვინ, როდის, როგორ დაგვეხმარა. აქედან გამომდინარე, რა ვალდებულებები შეიძლება გვქონდეს საკუთარი პოზიციის და ქმედებების ნათლად გაცხადების თვალსაზრისით საიმისოდ, რომ ჩვენი პოზიცია ნათელი იყოს. სად ვართ დღეს? ამ მოცემულობაში სამწუხაროდ, რისკის ქვეშ ვართ. დღეს ჩვენ ვართ ნეიტრალიზირებული, მარგინიზალიზირებული ქვეყანა, რომელსაც ეშინია პოზიციაც კი დააფიქსიროს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში, ევროპაში, სამეზობლოში“,-განაცხადა ტყეშელაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფიქრობს, მზად არის თუ არა უკრაინაში შეჭრისთვის, რადგან გაცნობიერებული აქვს, რა ფასის გადახდა მოუწევს.

„დღეს დასავლელმა პარტნიორებმა გააკეთეს ის, რაც აქამდე არასდროს გაუკეთებიათ, სააშკარაოზე გამოიტანეს ყველა სადაზვერვო ინფორმაცია, რაც მათ რუსეთთან მიმართებით გააჩნიათ. ამით რუსეთს პირდაპირ განუცხადეს ერთი რამ - ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას, ჩვენ ვიცავთ ჩვენს მოქალაქეებს და დიპლომატიურ წარმომადგენლებს, ვაიარაღებთ უკრაინას. მზად ვართ, ძალიან სერიოზული დარტყმა მოგაყენოთ სანქციების თვალსაზრისით. ახლა ბურთი არის შენს მოედანზე, ან გადადგამ ამ ნაბიჯს ან არ გადადგამ. ჩვენ არ ვართ მზად კომპრომისებზე წავიდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო ნაბიჯი არ გადაიდგას“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

მისი თქმით, უკრაინელები პანიკაში არ არიან და მზად არიან, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დაიცვან. ამასთან, ეკა ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ უკრაინელი ქალები, დედები ეწერებიან რეზერვში და სამხედრო წვრთნებს გადიან.

„არავინ არის პანიკაში, არც ხელისუფლებაში, არც მოსახლეობაში. ისინი მზად არ არიან ქვეყნისთვის დამანგრეველ კომპრომისზე წავიდნენ, ეს ნათლად წარმოაჩინეს, როგორც პარიზში, ასევე ბერლინში მოლაპარაკებებზე. ისინი არ არიან მზად, საკუთარი დამოუკიდებლობა დათმონ. მზად არაინ, საკუთარი დამოუკიდებლობისთვის იბრძოლონ“,-განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
კახა ოქრიაშვილი - ჩვენ, ქართველებს არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს
კომპანია „აზრმა“ BDO Digital-თან თანამშრომლობით ISO 27001 სტანდარტი დანერგა
ბაზისბანკის ინვესტიციით, მესტიაში სასტუმრო „ლილეო ინნ“ გაიხსნა
სიახლე მხოლოდ „ლიბერთის“ მომხმარებლებისთვის
„შეცვალე“ – „პროკრედიტ ბანკი“ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს