სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსობის კანდიდატი - ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც სახელმწიფო ბრალდებას ვახორციელებდი ვიტყვი, რომ სახელმწიფოს ღირსეულად წარმოვადგენდი

ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც სახელმწიფო ბრალდებას ვახორციელებდი ვიტყვი, რომ სახელმწიფოს ღირსეულად წარმოვადგენდი, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილმა კანდიდატმა, ემზარ გაგნიძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გაგნიძემ აღნიშნა, მის წარმოებაში არსებულ არცერთ სისხლის სამართლის საქმეზე უხერხულობას არ გრძნობს.

„თქვენ კონკრეტული საქმე გააჟღერეთ, როგორც მოიხსენიებთ როგორც „ფარცხალაძის საქმეს“. ამ სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ბრალმდებელი არ ვყოფილვარ. ჩემი არცერთი მხარდაჭერილი ბრალდებიდან არათუ რაიმე უხერხულობის მომენტს ვგრძნობ, ნებისმიერ საქმეზე, რომელზეც გადაწყვეტილება მაქვს მიღებული და ვაწერ ხელს სისხლის სამართლებრივი დევნის კუთხით, ბრალდების შესახებ დადგენილებას, დღესაც ხვალაც და ზეგაც მზად ვარ ყველა გადაწყვეტილება დავასაბუთო. ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც სახელმწიფო ბრალდებას ვახორციელებდი, ვიტყვი რომ სახელმწიფოს ღირსეულად წარმოვადგენდი. მე ამ სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ბრალმდებელი არ ვყოფილვარ, მაგრამ საზოგადოების ინფორმირება ბრიფინგის გზით მე მოვახდინე, სპიკერი ვიყავი“, - მიმართა გაგნიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ხატია დეკანოიძეს, რომელიც მისგან ე.წ. ფარცხალაძე-თორდიას საქმის დეტალებით დაინტერესდა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს უსმენენ. აღნიშნულ თანამდებობაზე ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურებია წარდგენილი. სპეციალური საგამოძიებო სამსახური სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად შეიქმნა. ამავე სამსახურის ბაზაზე ჩამოყალიბდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც, რომლის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა უკვე მოუსმინა. მათ პარლამენტი ხმათა უმრავლესობით 6 წლის ვადით აირჩევს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს