ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილის და ელენე ხოშტარიას საპარლამენტო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს, უმრავლესობის სხდომაზე მიიღებენ

საღამოს გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც ვიმსჯელებთ და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, ახლა კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კითხვას იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი გუნდი ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილის და ელენე ხოშტარიას საპარლამენტო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, აღნიშნული საკითხი დღეს, 14 თებერვალს, უმრავლესობის სხდომაზე გადაწყდება.

„დღეს 3 დეპუტატთან მიმართებით მესამედ განიხილება ასეთი საკითხი. საღამოს გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც ვიმსჯელებთ და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მანამდე რაღაც კომენტარის გაკეთება გაგვიჭირდება. უმრავლესობა საღამოს ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

აქამდე, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაწერეს შესაბამისი განცხადებები და აცდენდნენ სხდომებს, ჩვენ 2-ჯერ მივიღეთ გადაწყვეტილება 60 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატის შენარჩუნებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა