ირაკლი კობახიძე „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე - ეჭვებს მივყავართ იმ პირებამდე, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ საკუთრებაში არსებულ ტელევიზიებთან არიან დაკავშირებული

ქოლ-ცენტრებზე საუბარი დაიწყო კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა, რადგან სხვა პირებზე სურთ აქცენტების გადატანა იმ პირიდან, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე დასმულ კითხვას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, არსებობს ეჭვები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებამდე მივყავართ.

„ეჭვებს მივყავართ იმ პირებამდე, რომლებიც დაკავშირებული არიან „ნაციონალური მოძრაობის“ საკუთრებაში არსებულ ტელევიზიებთან. ოპოზიციის მხრიდან ამაზე პასუხი არის ის, რომ უნდათ აქცენტების გადატანა იმ პირიდან, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდება, სხვა პირებზე. ეს არის ძალიან იაფფასიანი სპეკულაცია. გამოძიება უნდა დაიწყოს და ალბათ, დაწყებულიც არის. მგონია, რომ კვალი მიგვიყვანს იმ პირამდე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ “, - განაცხადა კობახიძემ.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა