კანდიდატი ემზარ გაგნიძე - კოკა კაციტაძე არის ღირსეული კანდიდატი - ოპოზიციის შეფასებებს ვერ დავეთანხმები

კარლო (კოკა) კაციტაძე იყო ჩემი ხელმძღვანელი, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს ერთად გადაწყვეტილი და ვთვლი, რომ არის ღირსეული კანდიდატი - ოპოზიციის შეფასებებს ვერ დავეთანხმები,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილმა ერთ- ერთმა კანდიდატმა ემზარ გაგნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კაციტაძის მიმართ გამოთქმული შეფასებები რეალობას მოკლებულია. გაგნიძე ასევე, არ ეთანხმება ოპოზიციას მასთან მიმართებით გაკეთებული განცხადებების ნაწილშიც.

„კარლო კაციტაძე იყო ჩემი ხელმძღვანელი, მე მას ვიცნობ როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად და პირდაპირ ვიტყვი, ჩემთვის ერთ-ერთი მისაბაძი კანდიდატია. რა თქმა უნდა, ჯერ საკუთარი თავი მიმაჩნია შესაფერის კანდიდატად და ჩემთან ერთად ასევე კარლო კაციტაძე. ერთად ვმუშაობდით, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს ერთად გადაწყვეტილი და ვთვლი, რომ არის ღირსეული კანდიდატი. რაც შეეხება მის მიმართ გამოთქმულ შეხედულებებს, ეს რეალობას მოკლებულია, ჩვენ ვსაქმიანობდით და ვსაქმიანობთ პროკურატურის ორგანოებში დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც პროკურატურის შესახებ კანონით არის გათვალისწინებული. უღრმესი პატივისცემა კარლო კაციტაძის მიმართ, ვუსურვებ წარმატებებს.

გასაგებია ოპოზიციის მოსაზრებები, მათი დღის წესრიგიდან გამომდინარე, ალბათ, შეფასებები უნდა გააკეთონ, თუმცა, ამ შეფასებებს ვერ დავეთანხმები და არც შევდივარ სამართლებრივ პოლემიკაში, ჩემი განვლილი 8 წლიანი საქმიანობა და ჩემივე ნაბიჯები მიუთითებს იმას, რომ ობიექტურად ვსაქმიანობდი და ვსაქმიანობ დღემდე,“ - განაცხადა გაგნიძემ.

რაც შეეხება ლონდა თოლორაიას, რომლის უწყება მასთან კომუნიკაციის გარეშე გააუქმეს, მისი თქმით, თოლორაიას ადგილზე შესაძლოა, კითხვები მასაც გასჩენოდა.

„კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ნებისმიერ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს, კითხვები გამიჩნდებოდა, თუკი ეს პროცედურა იქნებოდა იმ ფორმით განხორციელებული, რომ მე ჩავთვლიდი, რომ უნდა ვყოფილიყავი ჩართული და არ ვიყავი. ხსენებული საკითხის გადაწყვეტა უნდა მივანდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მან უნდა შეაფასოს, რამდენად კონსტიტუციურად მოხდა ხსენებული სამსახურის გაუქმება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ ექნება რევერსული ეფექტი ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, რომელიც გულისხმობს საჯარო კონკურსის გზით არჩეულ ახალ თანამდებობის პირს,“ - განაცხადა გაგნიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა