15 თებერვლის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია ოთხი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი

პარლამენტის 15 თებერვლის პლენარულ სხდომის დღის წესრიგში ასახულია ოთხი დეპუტატისთვის: - კახა კუჭავასთვის, ელენე ხოშტარიასთვის, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.

პარლამენტი თავდაპირველად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნას განიხილავს, რომლის თანახმად, მათ მანდატი უნდა შეუწყდეთ. ამის შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე დადგება.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა პარლამენტიდან პირადი განცხადებით მიდის.

ელენე ხოშტარიასთვის და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატების შეწყვეტას მათ მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა იწვევს.

რაც შეეხება “ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს, ამის ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველს მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს