მიხეილ დაუშვილი - დღეს რასაც ვხედავთ, არის იმ იერიშის გაგრძელება, რაც განხორციელდა სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ

დღეს რასაც ვხედავთ, არის იმ იერიშის გაგრძელება, რაც განხორციელდა სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილ არც ერთ კანდიდატს მათი მხარდაჭერა არ ექნება.

„როგორც არაერთხელ გვითქვამს, რაც მოხდა სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებით ეს იყო ჩვეულებრივი იერიში "ოცნების" და პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან ერთ -ერთ მნიშვნელოვან დამოუკიდებელ ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ და დღეს რასაც ვხედავთ, არის იმ იერიშის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ მხარს არ დავუჭერთ, მიუხედავად იმისა, თუ როგორები არიან კანდიდატები, ისინი არიან ძალიან მანკიერი და დაზიანებული პროცესის ნაწილი, რომელიც კიდევ უფრო აზიანებს ნდობას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ, შესაბამისად, ჩვენი მხარდაჭერა არც ერთს არ ექნება,"- განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისათვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რეკომენდაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმოდგენილ ორივე კანდიდატს გაუწია. კომიტეტის წევრებმა კოკა კაციტაძეს და ემზარ გაგნიძეს თანაბარი თანაფარდობით დაუჭირეს მხარი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა