"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომის დაწყებამდე "ქართული ოცნების" წევრებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სავარაუდოდ, უმრავლესობის წევრები ხვალინდელი სესიის სხდომაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, მიმდინარე სასესიო კვირაში დეპუტატები 40-ზე მეტ საკითხს განიხილავენ.

პარლამენტი, მიმდინარე კვირაში, პლენარულ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელებს აირჩევს.

ამასთან, პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრების - კახაბერ კუჭავას, ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილის და ელენე ხოშტარიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო