თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკიდან პაციენტი გადახტა

თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკიდან პაციენტი გადახდა. პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, კლინიკაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"რაღაცით გააღო ფანჯარა და გადახტა. პალატაში ორნი იყვნენ. ერთი გაეწერა, ეს დარჩენილი იყო",- აღნიშნავს ტურძელაძე "ტვ პირველთან".

მისივე ინფორმაციით, პაციენტი კლინიკას ხვალ დატოვებდა. ამასთან როგორც ის აღნიშნავს, პაციენტს "კარგი ანალიზები ჰქონდა და მდგომარეობიდან გამოსული იყო".

პაციენტი გარდაიცვალა. პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, ბიოლოგიური სიკვდილი 19:00 საათზე დაფიქსირდა.

"ინტერპრესნიუსი" დეტალებს შსს-ში არკვევს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი