მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღარ გავა - საკითხის გადადებას ფრაქცია მოითხოვს

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მომზადებული დადგენილების პროექტი პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განსახილველად აღარ გავა.

საკითხი პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში ასახულია, თუმცა როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განმარტა, იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილი აქვს წვრილმან თაღლითობასა და ქურდობას, რაც რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილებაში გამოიხატება, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის მომდევნო კვირის პლენარულ სხდომაზე გადატანას მოითხოვენ.

„ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ. საუბარი გვექნება კოლეგებთან. დარწმუნებული ვარ, შეიქმნება არა მხოლოდ ეს კომისია, არამედ ყველა სხვა კომისია, რომელთა შექმნის ინიციატივა ოპოზიციას აქვს“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა