ალეკო ელისაშვილი შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის მანდატის შეწყვეტას მხარს დაუჭერს, ბადრი ჯაფარიძისთვის კი არა

„მოქალაქეები“ ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერენ. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძის საკითხს, ამ შემთხვევაში მანდატის შეწყვეტის კატეგორიული წინააღმდეგი არიან. აღნიშნულ საკითხზე განმარტებები დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

ელენე ხოშტარიას პარლამენტის წევრობა თავად არ უნდა და ძალით ხომ არ ვამუშავებთ? შესაბამისად, ამ საკითხს მხარს დავუჭერ. შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დავუჭერ, რადგან ამ ქვეყანაში ყველაზე უპასუხისმგებლო დეპუტატი და პოლიტიკოსია. ნათელაშვილი არ იმსახურებს, რომ პარლამენტის წევრი იყოს. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები, რომ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს. ჯაფარიძე ძალიან კარგი დეპუტატი და პასუხისმგებლობის მქონეა, სხდომებს არ აცდენს და ყოველთვის პრინციპული პოზიცია აქვს. სადღაც მგონია, რომ “ქართული ოცნება” უფლებამოსილებას მას არ შეუწყვეტს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა