ალეკო ელისაშვილი - ჯვარს გვაცვეს როცა ვამბობდით, ნუ ცანცარებთ და საარჩევნო სიას ნუ ხსნით-თქო, ახლა „ნაციონალური მოძრაობა” იხვეწება, სიები აღგვიდგინეთო - ბოდიში მოგვიხადონ

დეპუტატ ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ოპოზიციას მათთვის ბოდიში აქვს მოსახდელი. მისივე აზრით, ოპოზიციამ ასევე უნდა აღიაროს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, “მოქალაქეები“ უფრო შორსმჭვრეტელი აღმოჩნდნენ.

„მაშინ საყოველთაო ლანძღვის ობიექტები ვიყავით. ჯვარს გვაცვეს მაგალითად იმაზე, როცა ვამბობდით, ნუ ცანცარებთ და საარჩევნო სიას ნუ ხსნით-თქო. ახლა “ნაციონალური მოძრაობა” იხვეწება სიები აღგვიდგინეთო. გამოვიდეს “ნაციონალური მოძრაობა” და ბოდიში მოგვიხადონ - მართლები იყავით და რატომ არ გავითვალისწინეთ თქვენი რჩევაო. მაშინ სიცანცარის აღლუმი მოაწყვეს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა