სოზარ სუბარი ოპოზიციის ჩახსნილი სიების აღდგენაზე - 5 კაცის ნებაზე კანონს ყოველ დღე ვერ შევცვლით

დღეს რომ გვახსენებენ კოლეგიალობას, როცა არსებულ გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გია ვოლსკიმ, ბადრი ჯაფარიძემ და ხაზარაძემ საერთოდ რომ არ გახსენებიათ კოლეგიალობა, ისე უჩივლეს მას სასამართლოში და 300 000 ლარს ითხოვდნენ, კოლეგიალობა მაშინ რატომ ახსენდებათ, როცა მათი პრობლემები წამოიწევს? - ასე ეხმიანება ოპოზიციის განცხადებებს მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი.

ის ასევე გამოეხმაურა ხატია დეკანოიძის მოთხოვნას, ოპოზიციის მიერ ჩახსნილი სიების აღდგენის თაობაზე და აღნიშნა, რომ „5 კაცის ნებაზე კანონს ვერ შეცვლიან“.

ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით კითხვები არ არის, რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, 70 სხდომა ისე ჩატარდა, ერთხელ არ მოსულა და წელიწადნახევარი რასაც აკეთებდა, იყო შეურაცხყოფა პარლამენტის და დემოკრატიული ინსტიტუტების და დღეს რომ გადაწყვიტა შემოსვლა, ზუსტად იგივე მიზნები აქვს. ბადრი ჯაფარიძეს რაც შეეხება, გამამტყუნებელი განაჩენი არსებობს და ვის რა კითხვა აქვს, ეს განზე უნდა გადავდოთ. ვიღაცას მიაჩნია, რომ უდანაშაულოა. მეორე მხრივ კითხვებია, რომ სინამდვილეში ფულის გათეთრებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ გამოვრიცხოთ ორივე მხარე, რაც მოხდა არის ფაქტი, გამამტყუნებელი გადაწყვეტილება არსებობს და კანონი ითვალისწინებს უფლებამოსილების შეწყვეტას. დღეს რომ გვახსენებენ კოლეგიალობა გავითვალისწინოთო, როცა არსებულ გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გია ვოლსკიმ, ბადრი ჯაფარიძემ და ხაზარაძემ საერთოდ რომ არ გახსენებიათ კოლეგიალობა, ისე უჩივლეს სასამართლოში და 300 000 ლარს ითხოვდნენ, საინტერესოა, კოლეგიალობა მაშინ რატომ ახსენდებათ, როცა მათი პრობლემები წამოიწევს წინა პლანზე?

რაც შეეხება სიების აღდგენას, როცა სიები ჩახსნეს პოლიტიკურმა პარტიებმა, ამით შეურაცხყოფა მიაყენეს დემოკრატიისა და პარლამენტარიზმის პრინციპს და თავის კოლეგებს, რომლებიც მათთან ერთად შემოვიდნენ საპარლამენტო ბრძოლაში და დღეს რომ გადაიფიქრეს, ასე არ არის დემოკრატია, კანონი არის კანონი და ერთი და ხუთი კაცის ნებაზე კანონმდებლობას ყოველდღიურად ვერ შევცვლით,“ - განაცხადა სუბარმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს