პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა დაიწყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა დაიწყო.

დღის წესრიგში ოთხი დეპუტატისთვის: - კახა კუჭავასთვის, ელენე ხოშტარიასთვის, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დგას.

პარლამენტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აღნიშნულ საკითხზე პარლამენტს კომიტეტის დასკვნას აცნობს. დასკვნის თანახმად, მათ მანდატი უნდა შეუწყდეთ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა პარლამენტიდან პირადი განცხადებით მიდის.

ელენე ხოშტარიასთვის და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატების შეწყვეტას მათ მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა იწვევს.

რაც შეეხება “ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს, ამის ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველს მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს