სოზარ სუბარი ნატო ჩხეიძეს - როცა კოსაჩოვთან და კალაშნიკოვთან ერთად ლაპარაკობთ, როგორ აღვადგინოთ ურთიერთობა ოკუპანტთან, არ უნდა გეწყინოთ, თუ თქვენს პროდასავლურობაში ეჭვს შევიტანთ

როცა კოსაჩოვთან და კალაშნიკოვთან ერთად ლაპარაკობთ როგორ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა ოკუპანტთან, არ უნდა გეწყინოთ, თუ თქვენს პროდასავლურობაში შევიტანთ,- ასე მიმართა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ოპოზიციონერ დეპუტატს ნატო ჩხეიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„არ ვაპირებდი პასუხის გაცემას, მაგრამ რადგან ჩამირთეს მიკროფონი, პასუხი უნდა გაგცეთ. ქალბატონო ნატო, როცა კოსაჩოვთან და კალაშნიკოვთან ერთად ლაპარაკობთ როგორ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა ოკუპანტთან, ამის მერე თუ თქვენ პროდასავლურობაში და პრონატოურობაში ეჭვს შევიტანთ არ უნდა გეწყინოთ ეს ამბავი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს