იენს სტოლტენბერგი - ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან დეესკალაციის რაიმე ნიშანი არ გვინახავს

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რეალური დეესკალაცია ნიშნავს რუსული ჯარების და სამხედრო ტექნიკის არსებით გაყვანას უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიებიდან.

„რუსეთმა შეკრიბა საბრძოლო ძალა უკრაინასა და მის გარშემო, რაც უპრეცედენტოა ცივი ომის შემდეგ. ახლა ყველაფერი მზად არის ახალი თავდასხმისთვის“ , - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო უკან დაიხიოს და ომისთვის მზადება შეწყვიტოს.

„რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ უკან დაიხიოს, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და დაიწყოს მუშაობა მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის“, - აღნიშნა ალიანსის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან დეესკალაციის ნიშნები არ ჩანს.

„მოსკოვიდან არის ნიშნები, რომ დიპლომატია უნდა გაგრძელდეს. ეს იძლევა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს. მაგრამ ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან ადგილზე დეესკალაციის რაიმე ნიშანი არ გვინახავს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა