შსს-ს თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების აღმოჩენის და შემოწმების შესახებ ტრენინგი გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE) - ინტეგრირებული საზღვრის მართვა (SAFE IBM)“ ფარგლებში, ყალბი დოკუმენტების აღმოჩენისა და შემოწმების შესახებ ტრენინგი ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

სწავლებას საერთაშორისო ექსპერტი ალექს ვან დუურენი უძღვებოდა, ხოლო გახსნით ღონისძიებას ესწრებოდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გურამ დავითაშვილი, საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი თევდორაძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საზღვრის მართვის პროგრამების უფროსი მენეჯერი მასიმო რამანზინი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი კოლომბ დე მერსი.

“სწავლების ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ისეთი რელევანტური საკითხები,

როგორიცაა: ID დოკუმენტები, დამცავი ნიშნები, დოკუმენტების უსაფრთხოების და გაყალბების ახალი მეთოდები, ციფრული ბეჭდვის ტექნიკა, პროფილირება და ა.შ. ტრენინგის დასრულების შემდგომ, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2019 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2022
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში ახალი მრავალფუნქციური სივრცე „კომბინატი - Combinaty“ იხსნება
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო