ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს პროექტის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ - დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, გამოვლენილი გამოწვევები და მიღწეული პროგრესი შეაჯამა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ მოხსენებაში ხაზი გაუსვა, რომ დისკრიმინაციის, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ამ მიმართულებით სამინისტროსთვის აღმოჩენილი უწყვეტი მხარდაჭერისთვის.

„ალექსანდრე დარახველიძემ განსაკუთრებით გამოყო უწყების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განხორცილებული მასშტაბური სწავლებები, რამაც გამოძიების ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა, ევროპის საბჭოს ჩართულობით, უზენაეს სასამართლოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურასა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ფაქტზე, რომლის საფუძველზეც დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ სტატისტიკის ერთიანი მეთოდოლოგით წარმოება დაინერგა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მზაობა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე. ევროპის საბჭოს აღნიშნული პროექტი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით, 2018 წლიდან ხორციელდებოდა. მის მიზანს დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ გამოცდილების გაზიარება, ცნობიერების ამაღლება და საქართველოს კანონმდებლობის ევროპის სტანდარტებთან ჰარმონიზაცია წარმოადგენდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა