იაგო ხვიჩია - ჩვენი საქმე არ არის ვინმეს მოვუწოდოთ, ვინ შემოხაზოს, თუმცა ძალიან სამართლიანი იქნება ბადრი ჯაფარიძის პარლამენტში დაბრუნება

ჩვენი საქმე არ არის ვინმეს მოვუწოდოთ, ვინ შემოხაზოს, თუმცა, ჩემი აზრით, ძალიან სამართლიანი იქნება ბადრი ჯაფარიძის პარლამენტში დაბრუნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც რუსთავში ბადრი ჯაფარიძის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ის რაც გუშინ პარლამენტში მოხდა, ზრდის ბადრი ჯაფარიძის შანსებს არჩევნებში გამარჯვების თვალსაზრისით.

„ჩვენ სპეციფიკური პარტია ვართ, რომელიც ამომრჩეველს არ ეუბნება, ვინ შემოხაზოს არჩევნებში, ჩვენ და "გირჩის" ამომრჩეველს ის გვაერთიანებს, რომ ჩვენი პირველი არჩევანია „გირჩი", ამის იქით ჩვენი საქმე არ არის, ვინმეს მოვუწოდოთ, ვინ შემოხაზოს. თუმცა, ჩემი აზრით, ძალიან სამართლიანი იქნება ბადრი ჯაფარიძის პარლამენტში დაბრუნება, რადგან უსამართლოდ გაუშვეს აქედან.

ჩემი აზრით, ის, რომ რუსთავში ოპოზიციური ამომრჩეველია, ზრდის მის შანსს და ასევე ის ისტორია ზრდის, რომელიც გუშინ ამ შენობაში მოხდა. ხომ იცით, ასეთი ფაშისტური გამოთქმა - მეგობრებს ყველაფერი და მტრებს კანონიო, ეს პრინციპი იყო ჩემი აზრით გუშინ გამოყენებული და ხშირად იყენებს ამ პრინციპს "ქართული ოცნება". როცა რაღაც ცუდის ჩადენა უნდა ამბობს, რომ კანონში წერია რაღაც, მაგრამ რეალურად ყველას გვესმის, არანაირი ვალდებულება ჯაფარიძის გასარიცხად დეპუტატებს არ ჰქონდათ კანონის თვალსაზრისით", - განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას ჩახსნილი სიების აღდგენასთან დაკავშირებით, ხვიჩია მიიჩნევს, რომ ჩახსნილ სიებზე კონკრეტული პარტიების თავმჯდომარეები არიან პასუხისმგებელნი.

„არ უნდა მიიყვანო საქმე იქამდე, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ნებაზე იყო დამოკიდებული. მთავარი პასუხისმგებელი ამ თემაზე არიან ეს პარტიები და მათი თავმჯდომარეები, რომლებმაც მიირბინეს და ჩახსნეს სიები, თვითონ კი პარლამენტში ზიან,"- განაცხადა ხვიჩიამ.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა