მარია ზახაროვა - ამერიკულ და ბრიტანულ დეზინფორმაციულ მედიასაშუალებებს ვთხოვ, უკრაინაში ჩვენი შეჭრის გრაფიკი გამოაქვეყნონ - მინდა, შვებულება დავგეგმო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა დასავლურ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას, სავარაუდოდ, 16 თებერვალს გეგმავდა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„მსურს, ვთხოვო ამერიკულ და ბრიტანულ მასობრივ დეზინფორმაციის საშუალებებს: Bloomberg-ს, The New York Times-ს, The Sun-ს, რომ ჩვენი უკრაინაში შეჭრის მომავალი წლის გრაფიკი გამოაქვეყნონ. მინდა, შვებულება დავგეგმო,“- წერს ზახაროვა „ტელეგრამზე“.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას 16 თებერვალს გეგმავდა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის