სალომე სამადაშვილი - ჩვენი კარი ღიაა კონსულტაციებისთვის ყველა პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც მიაჩნია, რომ ივანიშვილის მიერ უზურპირებული პოლიტიკური ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნება მნიშვნელოვანია

ჩვენი კარი არის ღია კონსულტაციებისთვის ყველა პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც მიაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის მიერ უზურპირებული პოლიტიკური ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნება არის მნიშვნელოვანი - ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც გაიმართება რუსთავში, - ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ბადრი ჯაფარიძეს ფართო პოლიტიკური სპექტრი დაუჭერს მხარს.

„მე შემიძლია მხოლოდ დაგიდასტუროთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი კარი არის ღია კონსულტაციებისთვის ყველა პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც მიაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის მიერ უზურპირებული პოლიტიკური ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნება არის მნიშვნელოვანი. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც გაიმართება რუსთავში, შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ფართო პოლიტიკური სპექტრი დაუჭერს მხარს ჩვენს ინიციატივას ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის დაყენების თაობაზე. ვნახოთ, მე ვერ ვისაუბრებ სხვა პარტიების ნაცვლად, შემიძლია კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ჩვენი კარი არის ღია ყველასთან კონსულტაციებისთვის. ჩვენ ვაწარმოებთ კონსულტაციებს პარტიებთან და როდესაც ჩამოვყალიბდებით კონკრეტულად კონსულტაციების დროზე და ფორმატზე, ცხადია, ამის შესახებ გაცნობებთ", - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისათვის, „ლელოს“ გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

ამირან გამყრელიძე - თანამდებობის დატოვებას ვფიქრობდი, თუმცა ორი-სამი წლის შემდეგ, როცა ბოლომდე მივიყვანდი ორ დიდ ეროვნულ პროექტს, მაგრამ „კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“
დიტერ ბოდენი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2022
თანამედროვე უსაფრთხოების დილემა: ქართული მრავალწახნაგა
Hallo - პირველი ვირტუალური მობილური ოპერატორი საქართველოში
Hotsale.ge-მ ვებგვერდზე განთავსებულ კვების ობიექტებში ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების მონიტორინგი დაიწყო
iPhone 14 უკვე ელიტ ელექტრონიქსში
ბაზისბანკის და ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის? 10-წლიანი პარტნიორობა გრძელდება
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა" გაიმართა
კარფური და მასტერქარდი „ერთად ბავშვებისთვის“