ლადო მგალობლიშვილმა პარლამენტის სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა პირველი მოსმენით წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

"გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების მიღების შემდეგ - აფხაზეთის ან აჭარის მთავრობების ნორმატიული აქტით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს გრანტის გაცემის უფლება მიენიჭება.

„კანონპროექტის მიღება გამოიწვევს აჭარაში დასაქმებისა და ახალგაზრდული სფეროს ხელშემწყობ პროგრამებში მონაწილე მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდას", - განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

კანონპროექტის ავტორები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი არიან.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა