ხატია დეკანოიძე - სამწუხაროა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ ნდობა საერთოდ არ არსებობს - არ მგონია, ამ ხელისუფლების პირობებში რაიმე რადიკალური გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი

ძალიან სამწუხაროა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ ნდობა საერთოდ არ არსებობს - არ მგონია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში რაიმე რადიკალური გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ირინა ფუტკარაძეს მოუსმინეს.

როგორც დეკანოიძე განმარტავს, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რომელიც მას უნდა ჰქონდეს.

“ძალიან სამწუხაროა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ ნდობა საერთოდ არ არსებობს. მე ამას არ ვამბობ კრიტიკის მიმართულებით. ამას გულისტკივილით ვამბობ. ჩვენი ბიუჯეტიდან საკმაო თანხები იხარჯება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დაფინანსებაზე, შენახვასა და ადმინისტრაციულ ხარჯებზე. ძალიან სამწუხაროა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რომელიც მას უნდა ჰქონდეს. ბევრი აზრი არსებობს „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით. ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან, არაერთხელ უთქვამთ „რაში გვჭირდება?“ „ უნდა გაუქმდეს და თანხები გადანაწილდეს“ და ასე შემდეგ. მე არ მგონია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში რაიმე რადიკალური გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი. ერთადერთი, რაც შეიძლება ყველამ მოვინდომოთ, არის ის, რომ არხმა მეტ-ნაკლებად სათანადოდ წარმოაჩინოს, მათ შორის, კრიტიკული აზრიც“, - აღნიშნავს დეკანოიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს