შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ავტორიზაციისთვის მომზადება დაიწყო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ავტორიზაციისთვის მზადება ორი წლით ადრე დაიწყო.

IBSU-ს ცნობით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საინფორმაციო შეხვედრის დროს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს, ინფორმაცია ავტორიზაციის სტანდარტებთან, თვითშეფასებასა და ავტორიზაციისთვის მომზადების რეკომენდებულ პროცესთან დაკავშირებით გააცნეს.

„აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანია, რათა ყველა დაინტერესებული მხარის მიერ სრულად მოხდეს გააზრება ავტორიზაციის სტანდარტების, პროცესების, წარმოდგენილი მტკიცებულებების/დადასტურებების მნიშვნელობისა და მომზადების პროცესის შესახებ. ასევე, თანამშრომლებმა და სტუდენტებმა საკუთარი როლი და მნიშვნელობა შესაბამისად შეაფასონ, რათა უნივერსიტეტის განვითარების და ავტორიზაციის თვითშეფასების ანგარიშის მომზადების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი“, - განაცხადა ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორმა, ნინო ჯოჯუამ.

მათივე ინფორმაციით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა შემდეგი ავტორიზაცია 2024 წელს უნდა გაიაროს.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა