მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის კიბერდანაშაულსა და ბიზნესს ლილუაშვილი მფარველობდა, ახლა გამოდიან და ურცხვი სახით ამტკიცებენ, რომ ამას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აკეთებდნენ

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილის კიბერდანაშაულსა და ბიზნესს ლილუაშვილი მფარველობდა, ახლა გამოდიან და ამტკიცებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აკეთებენ ამ ბიზნესს.

„ივანიშვილი დიდ საერთაშორისო შარშია. 10 ათასი უცხო ენის მცოდნე, განათლებული ახალგაზრდა იმის ნაცვლად, რომ რამე პროდუქტიულ საქმეში ემუშავა, გამოდგომოდა ქვეყანას, ივანიშვილის ოჯახმა დაასაქმა ქოლცენტრების, ესე იგი ტელეფონით ევროპელებისთვის ფულის მოტყუებით გამოძალვის საქმეში.

ივანიშვილის კიბერდანაშაულსა და ბიზნესს ლილუაშვილი მფარველობდა. ახლა გამოდიან და ურცხვი სახით ამტკიცებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აკეთებდნენ ამ ბიზნესს. ჯერ ერთი, ჩვენი ხელისუფლების დროს ასეთი ტექნოლოგია არ არსებობდა და მეორეც, ახლა, როცა ბებიაჩემ მზია წერეთლის კუთვნილი 20 წლის RAV4 აღმოაჩინეს, დააყადაღეს.

მათ ცხვირწინ ამხელა შენობებით და ამდენი ათასი კაცით როგორ ოპერირებდა. ხელისუფლებამ, ახლა, იმის ნაცვლად, რომ ამხელა სამუშაო რესურსს რაიმე კვალიფიციური და კანონიერი სამუშაო უპოვნოს, ამ ხალხს გაუგზავნა შეტყობინება და სთავაზობს სომხეთში გადაბარგებას იგივე საქმის საკეთებლად.

ყოჩაღ ლევან ხაბეიშვილს, რომ გაუხეთქა მათ და ჩაუშალა ასეთი სქემა. ახლა ლევანს სჭირდება ყველანაირი მხარდაჭერა და დაცვა, რათა სხვა მსგავსი, მათ შორის, პირველ რიგში ქართველების მძარცველი სქემები ჩაშალოს. ჩვენ კი, დროზე უნდა დავასრულოთ ეს მავნებლები თბილისში, იმიტომ რომ ესენი ახალ თაობას სთავაზობენ მარტივ გზას უცხოეთისას“, - აცხადებს სააკაშვილი.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთელი მესიჯბოქსი და "იმედის" მრავალრიცხოვანი სიუჟეტები ხაბეიშვილზე ადასტურებს, რომ მათ ძალიან მტკივნეულ ადგილას „მიარტყა“.

„წარმოიდგინეთ, ეს მათ თვეში 60 მილიონზე მეტ ნაღდ ფულს აკარგინებს, რომელსაც ივანიშვილი და ლილუაშვილი კონვერტებით უნაწილებდნენ პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციის მაღალჩინოსნებს, თავდაცვის სამინისტროს და სუს-ის ოფიცრებს, დეპუტატებს.

ივანიშვილის ფულის რეცხვის კარტელის წევრებს ჩვენ სულ მალე ღირსეულ, მაღალანაზღაურებად სამსახურებს არა ერევანში, არამედ თბილისსა და ლაზიკაში შევთავაზებთ.

და ივანიშვილი რომ გადავიდეს ერევანში საცხოვრებლად, არ გამოვა?! მახსოვს, თავისი საქმიანობის დასაწყისში, სომხეთი საქართველოსთვის სამაგალითო ქვეყნად მოჰყავდა“, - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე