ირაკლი კობახიძე  - რუსთავშიც გრძელდება სამწუხარო ორპოლუსიანობა, სადაც ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება" და მეორე მხარეს „ნაციონალური მოძრაობა“ - დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი წარმატება აქაც გარდაუვალი იქნება

რეალურად, რა თქმა უნდა, რუსთავშიც გრძელდება ეს სამწუხარო ორპოლუსიანი მოცემულობა, სადაც ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება" და მეორე მხარეს „ნაციონალური მოძრაობა“. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი წარმატება აქაც გარდაუვალი იქნება, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის მიუხედავად, რუსთავში შუალედური არჩევნები იქნება თუ არა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ბრძოლა.

„რეალურად, რა თქმა უნდა, აქაც გრძელდება ეს სამწუხარო ორპოლუსიანი მოცემულობა, სადაც ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს „ნაციონალური მოძრაობა“. ეს რა თქმა უნდა, ასე იქნება. ეს არის სამწუხარო მოცემულობა და რუსთავშიც, ბუნებრივია, იგივე პროცესს ვიხილავთ და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი წარმატება აქაც იქნება გარდაუვალი,“ - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რუსთავში შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება. რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე დასახელდა, რომელსაც მხარს "ნაციონალური მოძრაობაც" უჭერს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა