კობა გვენეტაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილის თანამდებობაზე ნათია თურნავას კანდიდატურა განიხილება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი მოადგილის თანამდებობაზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ნათია თურნავას კანდიდატურა განიხილება.

როგორც ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ გვენეტაძემ განაცხადა, თურნავას კანდიდატურასთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს და არ აქვს ინფორმაცია იგეგმება თუ არა, რომ თურნავამ ეროვნულ ბანკში გადაინაცვლოს.

"იმისთვის, რომ პიროვნება გახდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე, ის ჯერ უნდა გახდეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი",- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა