თამარ ტალიაშვილი ფინანსთა მინისტრს - სტაგნაციას ავცდით და ქვეყანა უკუსვლიდან ეკონომიკის გაძლიერებაზე გადავიდა, პროგრესი თვალსაჩინოა!

სტაგნაციას ავცდით და უკუსვლიდან პირდაპირ ეკონომიკის გაძლიერებაზე გადავედით - პროგრესი თვალსაჩინოა! - ამ განცხადებით “ქართული ოცნების“ დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

აქვე ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ “მნიშვნელოვანი იმედის ხაზი და ტენდენცია ამ მიმართულებით შესანარჩუნებელია“.

“თქვენი ანგარიშიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ ის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რასაც რეცესიის ეტაპი ჰქვია, დაძლეულია. სტაგნაციას ავცდით და ქვეყანა უკუსვლიდან ეკონომიკის გაძლიერებაზე გადავიდა. პროგრესი თვალსაჩინოა! მადლობა გაწეული საქმიანობისთვის“, - მიმართა ფინანსთა მინისტრს თამარ ტალიაშვილმა.

ლაშა ხუციშვილს პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს