არმაზ ახვლედიანი ფინანსთა მინისტრს - ბატონო მინისტრო, თუ არ ვცდები, გყავთ 6 მოადგილე, საქართველოს ზომის ქვეყნისთვის ნამეტანი ხომ არაა, ხომ არ გებევრებათ?

ბატონო მინისტრო, თუ არ ვცდები, გყავთ 6 მოადგილე, საქართველოს ზომის ქვეყნისთვის ნამეტანი ხომ არაა, ხომ არ გებევრებათ? - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს, რომელსაც საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ.

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ფინანსთა სამინისტრო უნდა იყოს მაგალითის მიმცემი სხვა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, როგორ დაზოგოს სახელმწიფო ხარჯი.

„თქვენ, ბატონო მინისტრო, თუ არ ვცდები გყავთ 6 მოადგილე, საქართველოს ზომის ქვეყნისთვის ნამეტანი ხომ არაა, ხომ არ გებევრებათ? თუ ჩავალთ და ვნახავთ სამინისტროს სტრუქტურას და არა მარტო თქვენი სამინისტროსი, არამედ მთლიანად სახელმწიფო მოწყობის სტრუქტურას დღევანდელ საქართველოში, პარლამენტის ჩათვლით, აღმოვაჩენთ, რომ ძალიან ბევრი ხარჯი არის ფუჭი, უსარგებლო. მე მგონია, რომ ეს არის თემა, რაზეც მინიმუმ თქვენ, როგორც მინისტრი, განსაკუთრებულად უნდა ზრუნავდეთ. მე გთხოვთ, გვითხრათ რას აპირებთ ამ მიმართულებით,“- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს