პროკურორის განცხადებით, 5 ივლისს, ჟურნალისტების ცემის ფაქტზე დაკავებული პირების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი აუცილებლად დადგება

პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებებით, 5 ივლისს, ჟურნალისტების ცემის ფაქტზე დაკავებული პირების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი აუცილებლად დადგება. ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს, ჟურნალისტების ცემის ფაქტთან დაკავშირებით ორი პროცესი გაიმართა. ერთ-ერთ პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა “ინტეპრესნიუსის” ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლიშვილი.

მისი განცხადებით, სხდომაზე ისაუბრა უშუალოდ იმ დაზიანებებზე, რომელიც მან 5 ივლისს ცემის დროს მიიღო.

რაც შეეხება მეორე პროცესს, პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამომძიებლები დაიკითხნენ, რომლებმაც სხვადასხვა საგამოძიებო მომქედებები ჩაატარეს. ამასთან დაიკითხნენ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები სალომე ბოკუჩავა და ლიკა ალელიშვილმა.

“სალომე ბოკუჩავამ პროცესზე ისაუბრა რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებსა და სხვადასხვა ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. რაც შეეხება ლიკა ალელიშვილს, რომელიც უშუალოდ იმყოფებოდა “სირცხვილიას” ოფისში მან ისაუბრა იქ არსებულ მოვლენებზე , რაც დასკვნით სიტყვაში შეფასდება. მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, რისი უშუალო თვითმხილველიც გახდა “სირცხვილიას” ოფისში. მოცემულმა საქმემ ბრალად წარდგენილ ქმედებაში რამდენიმე სტანდარტი გაიარა. ბრალდების მხარის შეფასებით, გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტი, ასევე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გამოკვლეული მტკიცებულებებით აუცილებლად მიიღწევა. ბრალდების მხარე კვლავ აგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევას და მათ შორის ის ვიდეომასალები, რომელიც არამხოლოდ “სირცხვილიას” ოფისის სადარბაზოშია გადაღებული, არამედ სხვადასხვა ლოკაციებზე დეტალურად იქნება სასამართლოში გამოკვლეული”, - განაცხადა თამარ იაკობიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს