შალვა კერესელიძე ფინანსთა მინისტრს - გვაქვს უკრაინის კრიზისი, გამწვავების შემთხვევაში რა გეგმა გაქვთ და რას აპირებთ?

გვაქვს უკრაინის კრიზისი, გამწვავების შემთხვევაში რა გეგმა გაქვთ და რას აპირებთ? , - ამ კითხვით მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა შალვა კერესელიძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მყოფ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს.

"გვაქვს უკრაინის კრიზისი, რომლის გამწვავების შემთხვევაში პირდაპირ თუ ირიბად აისახება ჩვენს ქვეყანაზე და უარყოფითად იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. ჩვენ გვაინტერესებს ასეთ შემთხვევაში რა გეგმა გვაქვს და რას აპირებთ", - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

შალვა კერესელიძე სოფლის მხარდაჭერის პროგრამასაც შეეხო და აღნიშნა, რომ პროგრამა არის შესანიშნავი, მაგრამ თანხა იმდენად მცირეა, რომ მისი ეფექტიანობა იკარგება.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გახლავთ ერთ-ერთი მართლაც შესანიშნავი პროგრამა სოფლებისთვის და სოფლის მოსახლეობისთვის, რომლის მიზანია, რომ თვითონ სოფელმა გადაწყვიტოს თუ რა უნდა გაკეთდეს მათ სოფელში. მაგრამ რამდენადაც კარგია ეს პროგრამა, შესაბამისი ეფექტი სამწუხაროდ, მას არ აქვს, იქედან გამომდინარე, რომ თანხები, რომელიც სოფლებს ეძლევა მინიმუმ 10 ათასი, მაქსიმუმ 20 ათასი უკვე საკმარისი აღარ არის და რეალურად შედეგად ვღებულობთ იმას, რომ დღეს უკვე ვერაფერს ვეღარ ვაკეთებთ და ხშირ შემთხვევაში ვერც გზა იხრეშება და ვერც გარე განათება კეთდება.

მეორე ის, რომ უკვე არათუ კომპანიებისთვის, არამედ ინდმეწარმეებისთვისაც არ არის უკვე მიმზიდველი, რომ სამუშაოები შეასრულოს. მესამე ის, რომ განსაკუთრებით მთიან ზონაში მხოლოდ ტექნიკის მობილიზებას სჭირდება ეს თანხა.

და მეოთხე გვაქვს პროგრამით დაწესებული მკაცრი შეზღუდვები, რა შეიძლება გაკეთდეს და რა - არა. აი მაგალითად, როდესაც მცირემოსახლიან სოფელში ადამიანებს არ აქვთ შუქი და უნდათ, რომ მზის პანელი იყიდონ ან დიზელის გენერატორი - პროგრამა ამას ზღუდავს, ან კიდევ 2 კილომეტრიდან რომ დენი შემოიყვანონ - იყიდონ სადენი , რასაც ენერგოპროჯორჯია არ აკეთებს მცირემოსახლიან სოფლებში - პროგრამა ამასაც ზღუდავს. მაგრამ იმას, რასაც არ ზღუდავს სტადიონს, წყალს თუ ნაპირსამაგრს - თანხა არ ჰყოფნის და მუნიციპალიტეტებს კი ხშირ შემთხვევაში არ აქვს შესაძლებლობა, რომ ყველა სოფელში თანადაფინანსებაში შევიდეს" , - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

შალვა კერესელიძე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის პროგრამის დაფინანსების გაზრდის ინიციატივით გამოდის.

"რეალურად ვდგავართ იმ პრობლემის წინაშე, რომ პროგრამა არის შესანიშნავი, მაგრამ თანხა იმდენად მცირეა, რომ მისი ეფექტიანობა იკარგება. შედეგად ვღებულობთ ხშირად აუთვისებელ თანხებს მუნიციპალიტეტებში, ვღებულობთ შედეგად იმას, რომ ის, რაც მოსახლეობას უნდა - ვერ კეთდება, ან კიდევ სხვა რამ კეთდება.

როგორც თქვენ ბრძანეთ შემოსავლები იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტში და ერთადერთი გამოსავალი არის, რომ მინიმუმ გავასამმაგოთ ამ პროგრამის დაფინანსება და 100 მილიონამდე მაინც გავზარდოთ, რომ რაღაცას დაეტყოს - რაღაცის გაკეთება გახდეს შესაძლებელი", - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე