ნაძალადევის რაიონში, ავშნიანის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ავშნიანის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა დაიწყო. თბილისის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნუშის ქუჩის ბოლო მონაკვეთზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ავალიშვილისა და ნუშის ქუჩის ბოლო ნაწილში 846 გრძივ მეტრზე გოფრირებული მილები ეწყობა, ასევე, 23 ჭა და 17 ცხაური დამონტაჟდება.

მათივე ინფორმაციით, სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.

„ავშნიანის დასახლებაში, ავალიშვილისა და მიმდებარე ქუჩებზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. სანიაღვრე სისტემის დამონტაჟების შემდეგ, გზის საფარის დაგება დაიწყება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უპრობლემოდ გადაადგილებას ხელს შეუწყობს. შემდეგ ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდებარე ქუჩებზე გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

სანიაღვრე ქსელის მოწყობის საპროექტო ღირებულება 212 385 ლარია. მიმდინარე სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია