ხატია დეკანოიძე - კობახიძემ თქვა, რომ პარლამენტში არიან დამნაშავეები, რომელთა მიმართაც ჯერ არ არის სასჯელი შეფარდებული და მაგალითად მოიყვანა თეიმურაზ ჯანაშია - მან სასამართლოს მისცა პირდაპირი დავალება

იმით, რაც კობახიძემ თემურ ჯანაშიასთან დაკავშირებით უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით განაცხადა, მან სასამართლოს მისცა არაპირდაპირი და მათ შორის პირდაპირი დავალება, რომელიც შეიძლება ძალიან მალე დადგეს და საზოგადოებამ იხილოს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების შედეგი , - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კობახიძის გუშინდელმა ეთერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "პიჯაკების საქმე" პოლიტიკურად მოტივირებულია.

"მინდა გამოვეხმაურო ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც გააჟღერა პარლამენტში მიღებული ძალიან მძიმე გადაწყვეტილების შემდეგ, რაც უკავშირდებოდა ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის ჩამორთმევას და თქვა, რომ სისტემის წინააღმდეგ ვინც წავა და არ აღიარებს დანაშაულს, მანდატი უნდა ჩამოერთვას, მაგრამ მან ასევე ხაზი გაუსვა კიდევ ერთი ჩვენი თანამებრძოლის მიმართ პოლიტიკური რეპრესიების არსებობას, ეს არის თემურ ჯანაშია. მან თქვა, რომ პარლამენტში რეალურად არიან დამნაშავეები, რომელთა მიმართაც სამწუხაროდ ჯერ არ არის სასჯელი შეფარდებული და მაგალითად მოიყვანა თეიმურაზ ჯანაშია.

მისი ეს განცხადება ადასტურებს რამდენიმე მძიმე მოცემულობას, რაც არის ქვეყანაში, პირველი არის ის, რომ საქმე, რომელიც არის მესამე პრეზიდენტის წინაააღმდეგ და თემოც არის იმ საქმეში, არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული. ამით კობახიძემ დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ „ პიჯაკების საქმე“ არის პოლიტიკურად მოტივირებული. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ხელისუფლება უხეშად არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას და თემო ჯანაშიას აცხადებს დამნაშავედ. იმით რაც განაცხადა კობახიძემ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით, მან სასამართლოს მისცა არაპირდაპირ და მათ შორის პირდაპირი დავალება, რომელიც შეიძლება ძალიან მალე დადგეს და საზოგადოებამ იხილოს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების შედეგი. ეს არის რეალურად გაგრძელება და სახე პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიის", - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისათვის, თემურ ჯანაშიასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ისაუბრა. მისი თქმით, არიან კონკრეტული დეპუტატები, რომლებსაც ძალიან სანდო წყაროების თანახმად აქვთ მიღებული პირდაპირ მონაწილეობა რეკეტში, ამაზე კონკრეტული პირები პირდაპირ საუბრობდნენ და ძალიან სარწმუნოა ეს ინფორმაცია.

"ერთ-ერთი არის ბრალდებული კორუფციულ საქმეში, ჯანაშია, პარლამენტის წევრი, არის საქმე აღძრული, გამოძიება მიმდინარეობს, დროში იწელება სამწუხაროდ, არის ასეთი მოცემულობა და ვიდრე ბრალი არ დამტკიცდება ოფიციალურად, ჩვენ არ გვაქვს ბერკეტი არცერთი დეპუტატის წინააღმდეგ. ვიდრე სამართლებრივი საფუძველი არ გვექნება, ბუნებრივია, მათ ვერ შევუწყვეტთ უფლებამოსილებას",- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა