ფინანსთა მინისტრი სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა დასაქმებაზე - სოციალურ სამუშაოებზე დასაქმების შემდგომ, ისინი გადაინაცვლებენ კერძო სექტორში, ეს პრაქტიკა ევროპის ყველა ქვეყანაში მოქმედებს

„მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა დასაქმების პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პროგრამა პასუხობს ქვეყნის სოციალურ პოლიტიკას.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა პროგრამის მიზანია, აღნიშნულ პირებს ერთი მხრივ, მიეცეთ შესაძლებლობა დასაქმდნენ, მათ შორის, კერძო სექტორში ისე, რომ მათ არ შეუწყდეთ სოციალური განაცემები მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ხოლო მეორე მხრივ, ამ პროექტში ჩაერთოს სახელმწიფო, რათა მოსახლეობის ამ კატეგორიამ შეძლოს დასაქმება სპეციალურად შემოთავაზებულ სამუშაოებზე და დამატებით, გარდა სოციალური დახმარებისა, მიიღონ 300 ლარის ოდენობით ხელფასი.

„ერთი მხრივ, ეს საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, მიიღონ უფრო მეტი შემოსავალი და გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები, ხოლო მეორე მხრივ, ეს არის შესაძლებლობა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. სოციალურ სამუშაოებზე დასაქმების შემდგომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისინი გადაინაცვლებენ კერძო სექტორში. ეს პრაქტიკა ევროპის ყველა ქვეყანაში მოქმედებს. შესაბამისად, ეს პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისი დაფინანსება მოხდება იმ სოციალური განაცემების ბიუჯეტიდან, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მოინახება დამატებითი რესურსები ამავე ანგარიშიდან", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს