ჯო ბაიდენი - ყველა მინიშნება გვაქვს, რომ რუსეთი მზად არის შევიდეს უკრაინაში, შეუტიოს უკრაინას - ჩემი ვარაუდით, ეს მოხდება მომდევნო რამდენიმე დღეში

თეთრი სახლის დატოვებისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს აქვს „მიზეზი, იფიქროს“, რომ რუსეთი „ჩართულია ყალბი დროშის ოპერაციაში“.

"ჩვენ ყველა მინიშნება გვაქვს, რომ ისინი მზად არიან შევიდნენ უკრაინაში, შეუტიონ უკრაინას",- განაცხადა ბაიდენმა.

კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ თავდასხმა მოხდება და როდის, ბაიდენმა თქვა: "დიახ! ჩემი ვარაუდით, ეს მოხდება მომდევნო რამდენიმე დღეში".

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის პასუხები უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მიღებულია, მაგრამ ჯერ არ წაუკითხავს.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გაეროში დღეს გაემგზავრება. ბაიდენმა დასძინა, რომ "არ აპირებს პუტინთან დარეკვას".

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია