უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის ახალი ალიანსი ოფიციალურად დაარსდა

უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა ეკონომიკური, სავაჭრო და ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარებისთვის, ასევე უსაფრთხოების სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი ოფიციალურად დაიწყეს.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დმიტრო კულებამ ამის შესახებ განცხადება კიევში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობის საქმეთა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივანთან, ლიზ ტრასთან ერთობლივ ონლაინ ბრიფინგზე საუბრისას გაავრცელა.

„დღეს ჩვენ გვაქვს პატივი გამოვაცხადოთ უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის მიერ სამმხრივი თანამშრომლობის ახალი ფორმატის დაარსების შესახებ“, - განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შესაბამისი ერთობლივი განცხადება სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ოფიციალურ ვებგვერდებზე მალე გამოჩნდება.

,, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი გვერდში დაუდგება უკრაინელ ხალხს, რათა დაიცვან უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი დაგვეხმარებიან ჩვენი სახელმწიფოს დაცვაში", - აღნიშნა კულებამ.

სამი ქვეყანა ყურადღებას გაამახვილებს ეკონომიკურ, სავაჭრო და ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე, ასევე დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალში ,,ფრთხილი“ მუშაობა გაგრძელდება, რათა სამმხრივი ფორმატი იყოს მაქსიმალურად პრაგმატული, გრძელვადიანი და ეფექტური.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში