ლევან ბეჟაშვილი - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩვენი მთავარი საკითხია - კონსულტაციებს გავაგრძელებთ ყველასთან, მათ შორის „ევროსოციალისტებთან“ და გახარიას გუნდთან

სააკაშვილის გათავისუფლება, მის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა, არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხი - გავაგრძელებთ პარლამენტის შიდა პოლიტიკურ ჯგუფებში კონსულტაციებს, მათ შორის ყველა პოლიტიკურ მოქალაქესთან, „ევროსოციალისტებთან“ და გახარიას გუნდის წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება სწორედ იმის გამო შეუწყვიტეს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში, საგამოძიებო კომისია არ შექმნილიყო.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციურმა ძალებმა მმართველ პოლიტიკურ ძალას უნდა აჩვენონ, რომ უსამართლობას უპირისპირდებიან.

„ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, მის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა, არის ჩვენი მთავარი პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხი. ჩვენი ყველა მოქმედება იქნება პარტიის მოდერნიზება, არჩევნებში გამარჯვება, ახალი პერსპექტივების დასახვა და ა.შ. ეს საერთო გამარჯვებას უკავშირდება, რის შედეგადაც უნდა მოვიპოვოთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. საგამოძიებო კომისია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი იყო და სწორედ ამ ბერკეტის არსებობის გამო, რომელიც უკვე ხელში გვეჭირა, შეუწყვიტეს უფლებამოსილება ოპოზიციონერ დეპუტატებს. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ პარლამენტის შიდა პოლიტიკურ ჯგუფებში კონსულტაციებს, მათ შორის ყველა პოლიტიკურ მოქალაქესთან, „ევროსოციალისტებთან“, მათ შორის გახარიას გუნდის წარმომადგენლებთან, რადგან ამ შემთხვევაში, როგორც ოპოზიციურმა ძალებმა უნდა ვაჩვენოთ, რომ უსამართლობას რაღაცას ვუპირისპირებთ. არ შეიძლება მუდმივად ასე უსამართლო მეთოდებით მოქმედება ოპოზიციის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში სწორედ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა გულისხმობდეს, არა კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეხედულებების გამო, გადაწყვეტილების მიღებას, არამედ ამ უსამართლობას უნდა აღვუდგეთ. ეს თანამშრომლობა სხვადასხვა რაიონებში უკვე ხორციელდება, რაც კარგია“, - განაცხადა დავით ბეჟაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა