ვახტანგ გომელაურმა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე დაესწრო.

უწყების ცნობით, ვახტანგ გომელაურმა ყურადღება დანაშაულთან ბრძოლის შედეგების მთავარ ინდიკატორებსა და საზოგადოების უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გასულ, 2021 წელს დანაშაულის რაოდენობის კლება გაგრძელდა, გახსნის მაჩვენებელმა კი მნიშვნელოვნად მოიმატა და 35,5%-დან 49,8%-მდე გაიზარდა.

ვახტანგ გომელაურმა დანაყოფების ხელმძღვანელებთან ასევე არსებული გამოწვევების, ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის საჭირო სამუშაოებისა და რეგიონებში პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთობლივი ეფექტიანი საქმიანობისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით კომპლექსური ღონისძიებები 2022 წელსაც აქტიურად გაგრძელდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს