პაატა მანჯგალაძე - არ გამოვრიცხავ „ქართულმა ოცნებამ“ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესი შეცვალოს და ეს იქნება სისუსტის გამოვლენა - ძლიერები რომ იყვნენ, ასეთ ვირეშმაკობებს არ ჩაიდენდნენ

არ გამოვრიცხავ „ქართულმა ოცნებამ“ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესი შეცვალოს, ეს იქნება სისუსტის გამოვლენა - ძლიერები რომ იყვნენ, ასეთ პატარა სამართლებრივ ვირეშმაკობებს არ ჩაიდენდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კონსენსუსით, მაღალი ნდობის მქონე კანდიდატის არჩევის პოლიტიკური ნება „ქართულ ოცნებას“ არ აქვს.

„ქართული ოცნებისგან“ ყველაფერს ველოდები, შარლ მიშელის შეთანხმების მიღწევების უკან წაღებას ცდილობს და არ გამოვრციხავ ასეც გააკეთოს (ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებები შეიტანოს). 6 თვით აირჩევენ მათ მიერ კონტროლირებად ადამიანს თუ 5 წლით, ჩემთვის ეს საკითხი არსებითი არ არის. კონსენსუსით, მაღალი ნდობის კანდიდატის არჩევის პოლიტიკური ნება „ქართულ ოცნებას“ არ აქვს, მას სჭირდება თავის ნების შემსრულებელი ადამიანები. ცუდი იქნება თუკი კანონს შეცვლიან, მაგრამ არ გამოვრიცხავ შეცვალონ. ეს იქნება სისუსტის გამოვლენა. ძლიერები რომ იყვნენ, ასეთ პატარა სამართლებრივ ვირეშმაკობებს არ ჩაიდენდნენ. რაც მალე ვირწმუნებთ, რომ სუსტები არიან, მით მალე შევცვლით მათ,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“, ცესკოს თავმჯდომარის ხანგრძლივი ვადით არჩევის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ინსტიტუციის განვითარებას, სტაბილურ მდგრადობას და მისი დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას უზრუნველყოფს. აღნიშნულ კონტექსტში მან გაიზიარა მმართველი გუნდის პოზიცია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა უნდა გადაიხედოს და ამოქმედდეს ნორმები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ცესკოს თავმჯდომარის 5 წლის ვადით არჩევას. კალანდარიშვილის თქმით, შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე შემოღებული მექანიზმი, კერძოდ, თავმჯდომარის 6 თვით არჩევის კომპონენტი გარდამავალი პერიოდისთვის დროებითი ზომა იყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს