რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციის გაერთიანება დიდად პერსპექტიულად არ მეჩვენება მათი გამარჯვებისთვის, დამარცხების პერსპექტივა კი ამ გაერთიანებას აქვს

ოპოზიციის გაერთიანება დიდად პერსპექტიულად არ მეჩვენება მათი გამარჯვებისთვის, დამარცხების პერსპექტივა კი ამ გაერთიანებას აქვს, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება მხოლოდ ოპოზიციის გაერთიანებით შეიძლება.

როგორც საყვარელიძე აღნიშნავს, პარტიებს შორის გაერთიანებისას ყველა პარტიას თანაბარი ბრძოლა არ ექნება.

„რომ არ მოგატყუოთ, დიდად პერსპექტიული არ მეჩვენება ოპოზიციის გაერთიანება მათი გამარჯვებისთვის, დამარცხების პერსპექტივა კი ამ გაერთიანებას აქვს. გაერთიანება, როგორც წესი, იქნება პარტიების სიმრავლე და ყველა პარტიას თანაბარი ბრძოლა არ ექნება. რა თქმა უნდა, ექნება უფრო მეტი წონა იმას, ვისაც მეტი რეიტინგი აქვს, ასეთია „ნაციონალური მოძრაობა“, - აღნიშნა საყვარელიძემ.

რაც შეეხება ძალთა ბალანსს, ოპოზიციური პარტიების გაერთიანების პროცესში, საყვარელიძე დასძენს, რომ „საბოლოოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები გადაწყვეტენ ასეთი გაერთიანების ბედს“.

„ოპოზიცია ერთმანეთთან შეიძლება დაბალანსებული იყოს, მაგრამ რეალურად, ხმის მომტანი ის უფროა, რომელ პარტიასაც მეტი წონა აქვს. ასე რომ თანაბრობა, ასეთი ხელოვნური გათანაბრება შეუძლებელია, მითუმეტეს, პოლიტიკურ პროცესში, არჩევნებთან ვისაც აქვს საქმე. არჩევნებში ხომ ის იგებს, ვისაც მეტი მხარდამჭერი ჰყავს და ოპოზიციურ პარტიებში როგორ უნდა გაათანაბრო ის, ვისაც მეტი მხარდამჭერი ჰყავს და ვიღაც სხვა პარტიები, რომელსაც არ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი. ერთმანეთს შეიძლება, ზრდილობიანად ესაუბრონ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები გადაწყვეტენ, ასეთი გაერთიანების ბედს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ერთი გეგმის ირგვლივ გაერთიანების საკითხზე ოპოზიციური პარტიებისადმი შეთავაზება გაკეთდება.

„მარტო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ მონსტრის დამარცხებას ვერ შეძლებს, თუ არა საზოგადოების მხარდაჭერა და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობა. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ შეიძლება პატარა პარტიებს აკომპლექსებდეს: „თქვენ „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე ხართ, მაგრამ პარტიებმა უნდა იცოდნენ, რომ მომავალი არჩევნების შედეგად, არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არამედ საზოგადოება დააკომპლექტებს მრავალპარტიულ, კოალიციურ მთავრობას, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2022
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში ახალი მრავალფუნქციური სივრცე „კომბინატი - Combinaty“ იხსნება
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო