პრემიერ-მინისტრი Jigsaw-Google-ის აღმასრულებელ დირექტორს საქართველოში საინფორმაციო და ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით არსებულ პოტენციალზე ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში Jigsaw-Google-ის აღმასრულებელ დირექტორს ჯარედ კოენს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემა იყო ტექნოლოგიების განვითარების განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაც დეზინფორმაციასა და კიბერ-საფრთხეებთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

„მთავრობის მეთაურმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე, ერთ-ერთ ყველაზე დაბალ გადასახადებზე, მსოფლიოს ავტორიტეტულ რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნის პოტენციალს საინფორმაციო და ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, ასევე - ხელსაყრელ მდებარეობას.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ციფრული და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ქართველი პროფესიონალების უნარების შემდგომ განვითარებას, ახალი ინსტრუმენტების და მეთოდების დანერგვა კი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივ მუშაობას მოითხოვს. პრემიერმა დაადასტურა მზადყოფნა, საქართველოს შესაბამისი პროფესიული წრეების წარმომადგენლები ჩაერთონ სპეციალურ ტრენინგებში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტექნოლოგიური სიმძლავრეების განვითარებას და ქართული ინსტიტუტების მდგრადობის გაძლიერებას, მათ შორის დეზინფორმაციის წინააღმდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარედ კოენს საქართველოში რეგიონული ჰაბის დაფუძნება შესთავაზა და შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებების ადგილზე გასაცნობად Jigsaw-Google-ის დელეგაცია თბილისში მიიწვია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის